понедельник, 17 декабря 2018 г.

მერვე მოდულის რეფლექსია

მოვამზადეთ და წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პორთფოლიოები.
ავტვირთეთ სასწავლო პროექტის მასალები და ბლოგზე გამოვაქვეყნეთ მოსწავლის პრეზენტაცია.
შევაჯამეთ და შევაფასეთ ტრენინგი: ინტელის ძირითადი კურსი.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

მოსწავლის პრეზენტაცია

воскресенье, 16 декабря 2018 г.

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

განვიხილეთ როგორ გამოგვეყენებინა მოსწავლეებთან კითხვების დასმის სხვადასხვა მეთოდი.
შევქმენით ბროშურა, დოკუმენტები, ცხრილები და ვებ-რესურსები.
მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად დავგეგმეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტის შექმნის იდეები.
ცვლილებები გავაკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმაში. შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები. გავაკეთეთ მიღებულ ცოდნის რეფლექსია.

суббота, 15 декабря 2018 г.

მეექვსე მოდულის რეფლექსია

დღეს ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები. ვიმსჯელეთ როგორ შეუწყონ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას.
მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისთვის.
ტექსტურ რედაქტორში შევქმენი თვითშეფასების რუბრიკა.
მოსწავლეთათვის მიმართულების მისაცემად შევქმენი დამატებითი რესურსები.
დავიწყე თემისთვის საჭირო ფასილიტაციის მასალების მომზადება დაგეგმვა.
დავწერე რეფლექსია.

воскресенье, 9 декабря 2018 г.

მეხუთე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულზე ნიმუშის მიხედვით შევქმენით პროექტის პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.
გავიმეორეთ და POWERPOINT-ში შევქმენით პროექტის კვლევის პრეზენტაცია.
ვისწავლეთ თუ როგორი უნდა იყოს პრეზენტაციის სტრუქტურა, დიზაინი და როგორ უნდა სლაიდების განლაგება, დამატება და სხვა.

суббота, 8 декабря 2018 г.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგის მიმდინარეობისას განვიხილე მოსწავლეთა მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენების გზები.
სხვა მსმენელებს გავუზიარე ჩემი იდეები პროექტებში ინტერნეტის გამოყენების თაობაზე.
შევქმენი შევაფასე მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები. პრეზენტაციები, პუბლიკაციები, ბლოგები. პროექტის გეგმაში შევიტანე საჭირო ცვლილებები.

воскресенье, 2 декабря 2018 г.

მესამე მოდულის რეფლექსია

მესამე მოდულზე კოლეგებს გავუზიარე ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია და გავაცანი მისი აქტუალურობა და მნიშვნელობა.
ვისაუბრეთ, თუ როგორ არის შესაძლებელი სასკოლო პროექტებით სწავლებისას მოვაღწიოთ სასწავლო სტანდარტებს.
როგორ გამოვიყენო ინტერნეტ-რესურსები ისე, რომ არ დაირღვეს საავტორო უფლებები.
გავუზიარე კოლეგებს ჩემ მიერ მოპოვებული რესურსები და შევაფასე ისინი.
ასევე ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შევცვალე სასწავლო პროექტის გეგმა.
დავწერე რეფლექსია. 

суббота, 1 декабря 2018 г.

მეორე მოდულის რეფლექსია

მეორე მოდულზე დავიწყე უკვე ჩემ მიერ არჩეული თემის მიხედვით "რა მსგავსება და განსხვავება არსებობს სოფ. ციხისჯვარში ბერძენ და ქართველ მოსახლეობის ტრადიციებს შორის" პროექტის გეგმის წერა.
ჩამოვყალიბდი იმ საკითხებზე, რაც თემის ირგვლივ დამჭირდებოდა, თუ როგორ განვახორციელებდი შემდგომ პროექტს.
ტრენერი და ტრენინგის მონაწილეები დამეხმარნენ პროექტის სტრუქტურის შექმნაში. გავერკვიე ჩემთვის უცნობ საკითხებში, რამაც გამიადვილა პროექტზე მუშაობა. დავიწყე ფიქრი სასწავლო რესურსების მოსაძიებლად, გამოვიყენე ინტერნეტი და უცხოურ საიტებზე დაწვრილებით გავეცანი აღნიშნულ საკითხს და პრობლემებს, შევარჩიე სხვადასხვა ვიდეო რესურსი.
კოლეგებთან ერთად გავმართე დისკუსია, ამან მიმიყვანა საერთო აზრამდე, რაც სასიკეთო აღმოჩნდა პროექტის განსახორციელებლად. ასევე ერთმანეთს გავუზიარეთ საჭირო მასალები და ხელი შევუწყეთ ჩვენი თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.