воскресенье, 2 декабря 2018 г.

მესამე მოდულის რეფლექსია

მესამე მოდულზე კოლეგებს გავუზიარე ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია და გავაცანი მისი აქტუალურობა და მნიშვნელობა.
ვისაუბრეთ, თუ როგორ არის შესაძლებელი სასკოლო პროექტებით სწავლებისას მოვაღწიოთ სასწავლო სტანდარტებს.
როგორ გამოვიყენო ინტერნეტ-რესურსები ისე, რომ არ დაირღვეს საავტორო უფლებები.
გავუზიარე კოლეგებს ჩემ მიერ მოპოვებული რესურსები და შევაფასე ისინი.
ასევე ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შევცვალე სასწავლო პროექტის გეგმა.
დავწერე რეფლექსია. 

суббота, 1 декабря 2018 г.

მეორე მოდულის რეფლექსია

მეორე მოდულზე დავიწყე უკვე ჩემ მიერ არჩეული თემის მიხედვით "რა მსგავსება და განსხვავება არსებობს სოფ. ციხისჯვარში ბერძენ და ქართველ მოსახლეობის ტრადიციებს შორის" პროექტის გეგმის წერა.
ჩამოვყალიბდი იმ საკითხებზე, რაც თემის ირგვლივ დამჭირდებოდა, თუ როგორ განვახორციელებდი შემდგომ პროექტს.
ტრენერი და ტრენინგის მონაწილეები დამეხმარნენ პროექტის სტრუქტურის შექმნაში. გავერკვიე ჩემთვის უცნობ საკითხებში, რამაც გამიადვილა პროექტზე მუშაობა. დავიწყე ფიქრი სასწავლო რესურსების მოსაძიებლად, გამოვიყენე ინტერნეტი და უცხოურ საიტებზე დაწვრილებით გავეცანი აღნიშნულ საკითხს და პრობლემებს, შევარჩიე სხვადასხვა ვიდეო რესურსი.
კოლეგებთან ერთად გავმართე დისკუსია, ამან მიმიყვანა საერთო აზრამდე, რაც სასიკეთო აღმოჩნდა პროექტის განსახორციელებლად. ასევე ერთმანეთს გავუზიარეთ საჭირო მასალები და ხელი შევუწყეთ ჩვენი თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.

понедельник, 26 ноября 2018 г.

პირველი მოდულის რეფლექსია

გავეცანი ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, დავსახე მიზნები სასწავლო პროექტის შესაქმნელად, ავირჩიე თემა "რა მსგავსება და განსხვავება არსებობს სოფ. ციხისჯვარში ბერძენ და ქართველ მოსახლეობის ტრადიციებს შორის". გავიხსენე და გავიარე ტექსტურ რედაქტორში მუშაობა, აგრეთვე შევქმენი ბლოგი ინტელის ტრენინგისთვის.
გავეცანი კიდევ ერთხელ 21 საუკუნის უნარ ჩვევებს ანუ გამჭოლი კომპეტენციები და ბლუმის ტაქსონომიას.

воскресенье, 6 апреля 2014 г.

...

1.      პროექტის სახელწოდება

,,ჯანმრთელობა და უსაფრთხოება’’
2.      პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
პროექტი  ითვალისწინებს  ინფორმაციის  მოპოვებას, ადამიანის აღნაგობის შესახებ.
3.      პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები   გაეცნობიან,  ადამიანის აღნაგობის     შესახებ  არსებულ  სხვადასხვა  სახის  ინფორმაციას.
4.      პროექტის მიზნები
პროექტის  მიზანია  ხელი  შეუწყოს  მოსწავლეებს  ისტ–ის  დახმარებით  მონაცემთა  შეგროვებას  და  პროექტის  პრეზენტაციას. მოსწავლეებმა  უნდა  ისწავლონ  თუ  როგორ  გაინაწილონ ფუნქციები, როგორ  გაითვალისწინონ  ერთმანეთის  აზრი, როგორ  შეაჯერონ  მოპოვებული  ინფორმაცია  ისე, რომ  კვლევის  საბოლოო  პროდუქტი  სრულყოფილი  გამოვიდეს.
5.      მონაწილეთა ასაკი
11-12  წელი
6.      ვადები / ხანგრძლივობა

10 დღე
7.      მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები  ისწავლიან  ისტ–ის  დახმარებით  როგორ  მოიპოვონ  და  წარმოაჩინონ  მასალები, გამოთქვან  საკუთარი  აზრი  მოპოვებულ  მასალებზე. გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას თემიდან გამომდინარე. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, მასალის კომპიუტერულად დამუშავების ,ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევა, უკეთ გაეცნობიან საკუთარ აღნაგობას.
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
საჭირო ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის საშუალებით, დამხმარე  ლიტერატურის მოძიება.
9.      პროექტის მსვლელობა        ( ძირითადი აქტივობები )

1.      პროექტში მონაწილე ბავშვების რეგისტრაცია.
2.      პრეზენტაცია                               


      
10.  საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ის ტექნ. V.2.   მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.

·           კომპიუტერისა და სხვა ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს (მაგალითად: სხეულის მდებარეობა კომპიუტერთან ჯდომისას, ეკრანზე კადრების ცვლილების სიხშირის გათვალისწინება);
11.  პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
ეთერ მაისურაძე
12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა

13.  პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი